გიგა მაქარაშვილი - ჩვენი ნება ურყევია, ვაპირებთ, ექვს თვეში ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე, ვერანაირი ხელისუფლება, პოლიცია და მავნე ადამიანები ვერ შეცვლიან ამ ყველაფერს
გიგა მაქარაშვილი - ჩვენი ნება ურყევია, ვაპირებთ, ექვს თვეში ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე, ვერანაირი ხელისუფლება, პოლიცია და მავნე ადამიანები ვერ შეცვლიან ამ ყველაფერს

აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მოთხოვნები ძალაში რჩება და მის შესასრულებლად ხელისუფლებას მცირე დრო ჯერ კიდევ აქვს.

მაქარაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების ნება ურყევია და აპირებენ, რომ ექვს თვეში ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნონ.

„მოთხოვნები ძალაში რჩება და საქართველოს მთავრობას აქვს კიდევ ცოტა დრო დღევანდელი დღის ამოწურვამდე. როგორც ხედავთ, ხალხის როდენობა მატულობს. არ იმუშავა არც ერთმა პროპაგანდამ, არც ერთმა ნარატივმა, ამ აქციის დაშლას უკვე ვეღარ შეძლებს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ნება არის ურყევი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ 6 თვეში ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ვერანაირად ვერანაირი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიცია და ვერანაირი რაღაცა მავნე ადამიანები ვერ შეცვლიან ამ ყველაფერს. ჩვენ ამაღამ დავრჩებით და არც ერთი წამით, არც ერთ კანონს არ დავარღვევთ ჩვენი აქციის არც ერთი მონაწილე. ვიქნებით მტკიცენი, მშვიდობიანი და მართალნი ბოლომდე“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.