გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში რუსთაველი ქალების ნამუშევრები წარმოადგინეს
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე 12 რუსთაველი ქალის ნამუშევრები – სამკაულები, აქსესუარები და დეკორაციული ნივთები იყო წარმოდგენილი. გამოფენის მიზანი ორგანიზატორების განმარტებით, რუსთაველი ხელოვანების და მათი ნამუშევრების ახლოს გაცნობაა.
გამოფენა არ არის ერთჯერადი ხასიათის და ის ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმართება. პროექტი რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.