გიგა ბუკია - ირაკლი კობახიძემ ჩათვალა, რომ მისი გადადგომა იყო შესაბამისობაში პრობლემასთან, რომელიც საქართველოში წარმოიშვა
ირაკლი კობახიძემ ჩათვალა, რომ მისი გადადგომა იყო შესაბამისობაში იმ პრობლემასთან, რომელიც წარმოიშვა საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის მისი გადაწყვეტილება. მან ჩათვალა, რომ ეს არ იყო მისი პირადი შეცდომა, მაგრამ მსგავსი დონის შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თვითონ უნდა აიღოს. ეს არის პირადად ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის შემცვლელს, გიგა ბუკიას თქმით, უმრავლესობაში უახლოეს დღეებში ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება ქართველი ხალხის პროტესტიდან გამომდინარეობს.
„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ირაკლი კობახიძემ არ არის იმიტომ მიღებული, რომ ოპოზიცია ითხოვს. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება და იმ დამოკიდებულების მაჩვენებელი, რაზეც ქართველ ხალხს ჰქონდა პრეტენზია”, – განაცხადა ბუკიამ.