გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი არის სიმბოლო, როგორი არ შეიძლება, იყოს თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრობლემების ნაცვლად და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირითადად ილაპარაკა მის რეპუტაციაზე და იმაზე, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეფასებისას.
„წულუკიანის არ იყოს, ღარიბაშვილი არის სიმბოლო იმისი, როგორი არ შეიძლება, იყოს თავდაცვის მინისტრი. საერთოდ, პოლიტიკოსი არის განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შეიარაღებული ძალები აბარია. ეს არის ივანიშვილის კლოუნებს შორის ალბათ პირველ ან მეორე ადგილზე მყოფი სამარცხვინო კლოუნობის საკითხში და ამ პარლამენტში მისვლისას ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. კაცმა ქვეყნის პრობლემების ნაცვლად და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირითადად ილაპარაკა მის რეპუტაციაზე და იმაზე, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. რაც მთავარია, მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია, საკუთარი რეპუტაცია მას ჰგონია, რომ არის იგივე რაც ჯარისკაცების და შეერთებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი ქვეყნისთვის. მართლა ასე ჰგონია ამ კაცს, რომელიც იქცა სიმბოლოდ ნეპოტიზმისა და კორუფციის, ივანიშვილის რეჟიმშიც კი“, – განაცხადა ბოკერიამ.