გიგა ბოკერია - უნდა ვიყოთ მზად 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც, გამოსასწორებელი გვაქვს ვითარება, რეჟიმის წინააღმდეგ კონსენსუსი არსებობს, მაგრამ პარტიებს სხვადასხვა დონეზე ნდობა არ აქვთ
გიგა ბოკერია - უნდა ვიყოთ მზად 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც, გამოსასწორებელი გვაქვს ვითარება, რეჟიმის წინააღმდეგ კონსენსუსი არსებობს, მაგრამ პარტიებს სხვადასხვა დონეზე ნდობა არ აქვთ

ვადამდელ არჩევნებს ორი წლის წინ ვემხრობოდი, სხვებისგან განსხვავებით, ვინც პირობა დაარღვია. ოღონდ საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ეს დამოკიდებულია არა პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ საზოგადოებაზე.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობა უნდა გაიზარდოს.

„შეიძლება, მოხდეს მოვლენები, როცა საზოგადოება მიიყვანს ამ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის, როდესაც ის დადგება, სულ მცირე, 2024 წლისთვის მაინც. ამიტომ ხშირად მგონია, რომ ახლა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგებაა გააზრების გარეშე. 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც უნდა ვიყოთ მზად. 2024 წლამდე მაინც გამოსასწორებელი გვაქვს ის ვითარება, რაც პროტესტმა დაგვანახა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი, კონსენსუსი არსებობს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა დონეზე არ აქვთ ნდობა. ეს არის „ევროპული საქართველოს“ გზავნილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.