გიგა ბოკერია - საქართველოში ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როდესაც საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა
გიგა ბოკერია - საქართველოში ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როდესაც საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა

ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე სწორია არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობა.

„ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც თუნდაც გულწრფელი მოტივით იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.

ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.