გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილს დაპირისპირება ივანიშვილის რეჟიმის საპარლამენტო ჯგუფთან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის
არჩევნების პრობლემა ჩვენთან არის სუს-ში, კრიმინალში, ძალადობაში და შავრაზმელებში, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, არავინ თავი არ უნდა მოიტყუოს, თუ ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი კანდიდატის არჩევა არ მოხდება, ამით რამე შეიცვლება.
„ცესკო-ში სისტემა ისე არის აგებული, რომ თავმჯდომარე რჩება, ვიდრე არ აირჩევენ ხალს, არავინ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ამით რამე მოხდა, სალომე ზურაბიშვილს თუ უნდოდა რაღაც განაცხადი, ისეთი კომისია უნდა შეექმნა, რომ რომელიმე კანდიდატურას მაინც ჰქონოდა საზოგადოების ნაწილის ნდობა, აქ არავის არ აქვს. მისი დაპირისპირება რაღაცა შიდაფრაქციულ ივანიშვილის რეჟიმის საპარლამენტო ჯგუფთან, არ არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის. ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება, ამ საკითხშიც კი ჩანს უტიფარი დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობის, რომ მათთვის სასურველი კანდიდატურა რადგან არ წარადგინა, ამაზეც პრეზიდენტს უპირისპირდებიან“, – განაცხადა ბოკერიამ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.