გიგა ბოკერია - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს ვუჭერთ სწორედ ერთი თვის ვადით, ეს არის საღი აზრი
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს ვუჭერთ სწორედ ერთი თვით ვადით, ეს არ არის არც პოლიტიკური კინკლაობა, არც დაპირისპირება, ეს არის საღი აზრი, რომ საზოგადოებას, პარლამენტს, თქვენ, ჩვენ, ყველას გვქონდეს ინსტრუმენტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„გვინდა, რომ „ევროპული საქართველო“ პრინციპული პოზიცია ცნობილი იყოს. სწორედ ამ ვადით ვუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ეს არ არის არც პოლიტიკური კინკლაობა, არც დაპირისპირება, ეს არის საღი აზრი, რომ საზოგადოებას, პარლამენტს თქვენ, ჩვენ, ყველას გვქონდეს ინსტრუმენტი. ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტოთ ხელახლა არის საჭირო თუ არა. ეს არ არის არც უნდობლობა, ეს არ არის არც თავდასხმა, ეს არის საღი აზრი. ეს იყო ჩვენი საჯარო მოთხოვნა, ძალიან მოხარული ვარ, რომ გათვალისწინებულია, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.