გიგა ბოკერია - ნათია თურნავასგან მოვისმინეთ, სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება
სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს არის თქვენი მიდგომა, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო, ეს მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო, ქვემო კლასს. გადასახადებს თუ არ დაწევთ, მდიდრები კი არა, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი. ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. ჩემსა და საკუთარ ხელფასზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ, რომ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი ოთხია, არ გესმით, რაზეა ლაპარაკი?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ნათია თურნავა „პოლიტიკური უტიფრობის ზღვარზე“ საუბრობს.
„გიორგი კანდელაკს უკითხავდით მორალს იაფ ფრენებზე და ქუთაისის აეროპორტზე, სერიოზულად ამბობთ ამას? როცა არაფერი აღარ განავითარეთ მანდ სწორედ იმისთვის, რომ დიდი ნახტომი გვქონოდა და 2011 წელს ადარებდით რაღაცას? მე-17 საუკუნისთვის შეგედარებინათ მაშინ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა ითქვა და ეს უნდა დამიდასტუროთ, რომ წამოგცდათ“, – განაცხადა ბოკერიამ.