გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს
„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუსკვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩინოს ერთადერთ ალტერნატივად.
„ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე არ არის. მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები“, – განაცხადა ბოკერიამ.