გიგა ბოკერია - მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ საღ აზრს
გიგა ბოკერია - მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ საღ აზრს

„ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ამჯერად მაინც მოუსმინონ საღ აზრს, დროზე მოხსნან ეს აბსურდული შეზღუდვები და მისცენ შანსი ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავისი შრომით გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზღვრების გახსნა, ეს არის ფუფუნება და მოქალაქეების ნაწილისთვის შანსის გაჩენა, რომ იმ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც პანდემიამ და მთავრობამ ჩააგდო, ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ.

„ეს არ უკავშირდება მხოლოდ ტურიზმს, ეს უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობას, ჩავიდნენ, დროებითი სამუშაო ნახონ და ეკონომიკის ამუშავებას ხელი შეუწყონ. როცა ევროკავშირმა, თავისუფალმა სამყარომ კიდევ ერთხელ გამოგვიწოდა ხელი, უკვე რამდენი ხანია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიხსნას ფრენები. დაამატონ პოლონეთი და თურქეთი იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც უკვე გახსნეს თუნდაც დამატებითი რეგულაციებისა და მაგალითად კოვიდპასპორტის შედეგად, არა კარანტინით, რომელიც ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფული უჯდება და ადამიანები ეთიშებიან ცხოვრებას. მკაცრი რეგულაციებით გაუხსნან საზღვარი ამ ხალხს, რომელთაც აქვთ შანსი, მათი ოჯახებისთვის მცირე შემოსავალი იშოვონ, მერე ეს ფული დახარჯონ საკუთარ ქვეყანაში და ეკონომიკა აამუშავონ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.