გიგა ბოკერია - ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, გადადგას ნაბიჯები და მიიღოს პროპორციული სისტემა
ვიდრე ივანიშვილი არ მოეგება გონს თავის კლოუნებთან ერთად, არ გადადგამს ნაბიჯს შეურაცხყოფის უკან წასაღებად, მანამდე ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციის გეგმები არ იცვლება, ხვალ ისევ იქნება პიკეტირება სხვადასხვა ფორმით.
„გეგმები ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც აქტიურად გამოხატავს პროტესტს, არის იგივე, რაც იყო პირველივე დღიდან, რაც ივანიშვილმა ეს შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. ვიდრე ივანიშვილი არ მოეგება გონს, თავის კლოუნებთან ერთად არ გადადგამს ნაბიჯს ამ შეურაცხყოფის უკან წასაღებად, მანამდე ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება. ამ სამარცხვინო ადამიანების არ დაუმსახურებიათ ნორმალური, მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება. ისინი იქნებიან მუდმივი დისკომფორტის რეჟიმში და ამ წნეხს ვერ გაუძლებენ. ხვალ ადგილი ექნება ისევ პიკეტირებას სხვადასხვა ფორმით. ხვალ აპირებენ ეს სამარცხვინო პოლიტიკური კლუნები მისვლას სხდომაზე და ჩვენ ხარჯზე საქართველოს საზიანო უმოქმედობას ან საზიანო მოქმედებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ
მისივე თქმით, ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, გადადგას ნაბიჯები და მიიღოს პროპორციული სისტემა.
რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელის ინიცირებას, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ მოდელის ინიცრებაშ პრობლემა არ არის, პრობლემ მისი გატანა და საბოლოოდ მიღებაა.
„ჯერ ივანიშვილმა და მისი კლოუნების გუნდა უნდა თქვას, რომ ამას აკეთებენ და სხდომათა დარბაზში შესვლა პრობლემა არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.