გიგა ბოკერია - კარგია, ბატონი ხაზარაძეც მკაფიოდ ამბობს, რომ შეჯერება და კონსულტაცია არის აუცილებელი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია
კარგია, ბატონი ხაზარაძეც მკაფიოდ ამბობს, რომ შეჯერება და კონსულტაცია არის აუცილებელი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ეს განაცხადი არ არის საბაბი იმისთვის, რომ ვერ შედგეს შეთანხმება. იმედი მაქვს რომ ეს ასე არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების კანდიდატებთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება იმას, რომ აუცილებლად აპოლიტიკური მერი უნდა იყოს, ასე საკითხის დასმა არასწორია. ჩვენ არა მარტო თბილისში არამედ საკვანძო ქალაქებსა და რიონებში გვჭირდება შეჯერება კანდიდატებზე მერების საკრებულოების თავმჯდომარეების და ახლა ამდენი ადამიანი, რომელსაც არ ეკავა არანაირი პარტიული თანამდებობა, ვერ აღმოჩნდება. ამას გარდა, იმედი მაქვს, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური არ უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანი მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთ საკითხზე პოზიციას არ იკავებდა, ასეთი ადამიანი ვერ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვერ შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას. მერობა არის პოლიტიკური თანამდებობა ეს გულისხმობს კრიტიკულ ვითარებებეში პასუხისმგებლობის აღების უნარს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფიგურა გამოცდილი ჰყავს საზოგადოებას ასეთ ვითარებებში“, – განაცხადა ბოკერიამ.