გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოსთვის“ მეორე ტურში გასვლის მოტივაცია არის არა კოალიცია, არამედ ამ რეჟიმის მორყევა
გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოსთვის“ მეორე ტურში გასვლის მოტივაცია არის არა კოალიცია, არამედ ამ რეჟიმის მორყევა

ჩემი აზრით, სწორია ზოგადად ასეთ დროს ამომრჩევლისთვის და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.

„აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენთვის მოტივაცია მეორე ტურში გასვლის და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემის არ არის კოალიცია, არამედ არის მორყევა ამ რეჟიმის. ამის გამო მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის წინააღმდეგ, ანუ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარდაჭერა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რაც მე ნორმალურად მიმაჩნია. თავის დროზე, როდესაც კამპანია დაიწყო, ამ საკითხზე დისკუსია იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, – განაცხადა ბოკერიამ.