გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ხალხი
გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ხალხი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მარნეულში გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხალხის დამშვიდებას ცდილობენ.

„მოვუწოდებ ყველას, „ევროპული საქართველოს“ მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, ამ ურთულეს ვითარებაში თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ აღშფოთების საფუძველი ამ მთავრობის მიმართ. ეს არის მკაფიო პოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამ, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი კვირებით და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს კონტროლი. თქვენზე და ჩვენზე აღარ იქნება ვითარება, ეს უნდა გაითვალისწინოთ, ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.