„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უმრავლესობის ინიციატივა, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების შეთავაზებაზე, იაფფასიანი პოლიტიკური პიარია.
„დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო, როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატები შესთავაზა. არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, შესაბამისად, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზად არის.