გიგა ბოკერია - ევროკავშირის მოწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ ცხინვალი ცალკე არ იქნებოდა განხილული
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ცხინვალის მიმართ ევროკავშირის მოწოდება მნიშვნელოვანია.
როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, თუ ცხინვალი ცალკე არ იქნებოდა განხილული, რადგან ისინი მოსკოვის სატელიტები არიან.
„ასეთ რაღაცებზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვარჩევდი, რომ ცხინვალი ცალკე არ იყოს განხილული, რადგან ისინი მოსკოვის სატელიტები არიან. ყველაფერი, რაც საქართველოს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს დამატებით საფრთხეს უქმნის, რუსეთის გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა ბოკერიამ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ მიუღებელია ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ გაამწვავებენ დაძაბულობას.