გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლს მიშელმა დააყენა.
ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის. სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი ამოცანაა, რომ მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. იმედი მაქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ პროცესი დასრულდება მალე და ყველამ შევძლოთ, რომ გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც მიშელმა მოხაზა. დღეს ღრმად შევედით იმ პუნქტების შინაარსში, რომლებიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.