გიგა ბოკერია - ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი თანაშემწეები და სრულიად უცნობი ადამიანები, პოლიტიკურად ნული წონის მქონე ხალხი, რაც ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა
ჩვენ ვიხილეთ ყველასთვის ცნობილი ივანიშვილის პირადი თანაშემწეები და სრულიად უცნობი ადამიანები, ანუ პოლიტიკურად ნული წონის მქონე ხალხი, რაც ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ივანიშვილი გამოვიდა და თვითქების, თვითტკბობის, ადამიანებისთვის რაღაცის დამადლების გარდა არაფერი არ უთქვამს. ნულოვანი ხედვა მომავლის, ან აღიარება იმ უმძიმესი გამოწვევების, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არის. ეს კაცი არ აპირებს და არ უნდა არაფრის შეცვლა. ჩვენ ქვეყანას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ეს ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ამ ცვლილებებს მიიღებს არჩევნების შედეგად. გვექნება ევროპული მომავალი. ეს ცვლილებები იწყება ამ ხელისუფლების შეცვლით და გრძელდება კონკრეტული ნაბიჯებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.