გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლოუნების გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი, ცუდი და ძალიან ცუდი
ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი კლოუნების გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი – ცუდი და ძალიან ცუდი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელთა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეებით ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია.
„ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა. მწარედ ცდება. მისთვის და მისი კლოუნების გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი – ცუდი და ძალიან ცუდი. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ცუდი სცენარი აირჩიოს მისთვის, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად. იმ შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც მიაყენა საზოგადოებას, რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართო, არსებობს მთავარი დაკვეთა და ახლა არის ამ დაკვეთის შესრულება – მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, სასურველია პროპორციული თავისუფალი არჩევნებით, ან შედარებით თავისუფალი არჩევნებით. თუ ის ასლან აბაშიძის გზას გააგრძელებს, აკეთებს ძალიან ცუდ და მისთვის პოლიტიკურად ტრაგიკულ არჩევანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.