გია ვოლსკის ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იან წლებში დაღუპული კიდევ რვა პირის ცხედარი გადმოასვენეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს დაღუპული კიდევ რვა პირის ცხედარი გადმოასვენეს.
მისივე თქმით, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
„გრძელდება მუშაობა და ჩვენი რვა მეომარი, აფხაზეთში 90-იან წლებში დაღუპული, გადმოსვენებულნი, იდენტიფიცირებულნი არიან. სამების ეკლესიიდან მოხდება მათი გამოსვენება 8 დეკემბერს, ორ საათზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.