გია ვოლსკი - ზოგი ღია კარს ეჯაჯგურება, ზოგი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, ეს წლის ბოლოსთვის დამახასიათებელია
ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკურ ველზე აქტიური პოზიციით დარჩეს,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „გაერთიანებული ოპოზიციის“ მოთხოვნას, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია გაუუქმდეს.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ასეთი განცხადებები წლის ბოლოსთვის დამახასიათებელია.
„ოპოზიცია რასაც ითხოვს და რისი სურვილიც აქვს, არის ის, რომ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოზიციით შერჩეს. უამრავი სხვა ახალი ძალა გამოჩნდა, რომლებიც ისეთ ფასეულობებს იცავენ, რომელსაც დაცვა არ სჭირდება. ზოგი ღია კარს ეჯაჯგურება, ზოგი რაღაც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ეს წლის ბოლოსთვის დამახასიათებელია. ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, წამოძახილებსა და წამოყვირებებს ყურადღება არ მივაქციოთ“, – განაცხადა ვოლსკი.
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.