გია ვოლსკი - ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ადგილი აქვს
გია ვოლსკი - ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ადგილი აქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენცია, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო მართავს თემაზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათუ წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“.

ვოლსკის თქმით, საქართველოს „ერთ სარტყელისა და ერთი გზის“ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ადგილი აქვს.

„მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ეს, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, უზარმაზარი პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს აზიისა და ევროპის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებას. მსოფლიოს წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, მაგრამ იმედი გვაქვს, თანამშრონლობის ეს ფორმულა  მსოფლიოს მომავალი არქიტექტურის მშენებლობაში წამყვანი და მთავარი იქნება. „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ პროექტზე, იცინიატივაზე როცა ვსაუბრობთ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ამ პროექტში, სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი, სკვანძო ადგილი აქვს. რასაკვირველია, სტაბილურობის თემა გაცილებით აქტუალური ხდება ამ პროექტებთან მიმართებით. მიუხედავად პრობლემებისა, დასავლეთი სერიოზულად არის დაინტერესებული ჩინეთთან ურთიერთობით. იცით, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტის შესახებ, ევროკავშირიც არის სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთისათვის. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. ასე რომ, ეს საწყისი სტადია, სასტარტო პირობები მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ გამოწვევას უპირისპირდება მსოფლიო, საქართველო, რეგიონი და ვფიქრობ, მსოფლიოს მომავალი მაინც თანამშრომლობაშია.

რასაკვირველია, სხვადასხვა მოსაზრებაა, ყველაფერი, ყველანაირი განვითარება საფრთხეებს შეიცავს, მაგრამ სახელისუფლო სტრუქტურებში საკმაოდ პროფესიონალური დამოკიდებულებაა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგაც იხილეთ კომენტარები. ასევე, იხილეთ ევროპელი, ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი ჩინეთში, ურთიერთობების განვითარება, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ევროპასაც აქვს ჩინეთთან. საგზაო-სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ არსებობს ერთი გზა, რომელიც გაუვლის რუსეთს და დღეს რუსეთი ევროპასთან უკრაინის გავლითაც კი ვაჭრობს. არსებობს მისი ალტერნატიული გზა და საკვანძო გეოგრაფიული ადგილი უკავია საქართველოს. მხარდაჭერა უნდა იყოს პერმანენტული, მრავალმხრივი და ამის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებასაც ცდილობენ. რეალობაა, რომ მსოფლიოს მომავალი არქიტექტურა თანამშრომლობით უნდა იყოს გადაფარული, საპირისპიროდ იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია უკრაინაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.