გია ვოლსკი - ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას შეექმნა პარტია, თითქოს მისი პათოსი განსხვავებულია, თუმცა ერთი ერთში იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას
გია ვოლსკი - ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას შეექმნა პარტია, თითქოს მისი პათოსი განსხვავებულია, თუმცა ერთი ერთში იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას შეექმნა პარტია, თითქოს მისი პათოსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულია, თუმცა ერთი ერთში იმეორებს პოზიციას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რგოლს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას და ახალი პარტიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

„რასაკვირველია, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას პლატფორმა მოემზადებინა და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოს მისი პათოსი, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულია. ზუსტად ერთი და იგივეა, ერთი ერთში იმეორებს დამოკიდებულებას, პოზიციას, რაც აქვს „ნაციონალური მოძრაობას“, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. მუდმივი შეჯიბრია, ვის მეტი დესტრუქციის რესურსი აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.