გია ვოლსკი - წარსულის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც არ გაემიჯნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნება, არც მელია განსხვავდება რამით, გარდა იმისა, რომ აწყენინეს
გია ვოლსკი - წარსულის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც არ გაემიჯნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნება, არც მელია განსხვავდება რამით, გარდა იმისა, რომ აწყენინეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული საქმიანობის გამო არ გაემიჯნენ, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნებიან.

ვოლსკის თქმით, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას აწყენინეს, თორემ „ნაცმოძრაობისგან“ არც ის განსხვავდება.

„საოცრება მოხდა და ნიკანორ მელიას არსებულ რეალობაზე თვალი აეხილა. განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ფარული მმართველობა თუ ფარული ფინანსები და მხარდაჭერა კეზერაშვილისგან ერგო არა ნიკანორ მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს. პოლიტიკური სუბიექტები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაემიჯნნენ მისი გარკვეული მახასიათებლების გამო, რაც ძირითადად ეხება წარსულს, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, გნებავთ, სამოქალაქო მოსახლეობის შეწირვის თემას, სტრატეგიული ობიქტების რუსეთისთვის გადაცემას, წამებას, ღირსებისა და ქონების წართმევას, ამ საკითხებზე ვისაც არ აქვს მკაფიო პოზიცია, ის დიდად განსხვავებული არ იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. ამ შემთხვევაში არც ნიკანორ მელია განსხვავდება რამით, გარდა იმისა, რომ აწყენინეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.