გია ვოლსკი - ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ
ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მალე, 2024 წელს მოვა.
„რევოლუციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება არის მიღებული, რადგან არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით და პროპორციული წესით. თუ ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს. ზოგიერთს არ მოსწონს და იძაბება, რომ ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. ექსტრემისტმა პოლიტიკუტმა ჯგუფებმა ამის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ შორის, არც კონსტიტუციის განხილვაში. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – არჩევნები პროპორციული სისტემით და ელექტრონული მეთოდის გამოყენებით ჩატარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.