გია ვოლსკი - ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დაცვის ერთადერთ საშუალებად სკანდალური განცხადებები დარჩა
ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დაცვის ერთადერთ საშუალებად სკანდალური განცხადებების გაკეთება დარჩა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კითხვები თუ არსებობს, ზაზა ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო.
„ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დაცვის ერთადერთ საშუალებად დარჩა სკანდალური განცხადებების გაკეთება, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. საფრანგეთში, ინგლისში იქნება თუ სხვაგან, საქართველოს ბიზნესმენების მიმართ აქვს დამოკიდებულება, რამაც განაპირობა საქართველოში არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლოს ფილიალის შექმნაზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ალბათ, ყველაზე კარგი ინდიკატორი და ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს. ძალიან უშნო ოპერაციაა ჩატარებული, შექმნა უცნაური ორგანიზაცია, შემდეგ გადმორიცხა ფული, შემდეგ იქ ჩანთებით ფული გაიტანა. კითხვები თუ არსებობს, ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 20:00 საათია”, – განაცხდა გია ვოლსკიმ.