გია ვოლსკი - უზნეობაა, ადამიანს თავის ჯანმრთელობაზე ელაპარაკო, როდესაც მძიმე მდგომარეობა აქვს, საუბარია არათუ სისტემის ჩამოშლაზე, არამედ ადამიანურ ტრაგედიაზე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ უზნეობაა ადამიანს მის ჯანმრთელობაზე ელაპარაკო, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მძიმე მდგომარეობა აქვს.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობის დატოვებესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას თქვა.
„უზნეობაა ადამიანს მის ჯანმრთელობაზე ელაპარაკო, მით უმეტეს, თუ მძიმე მდგომარეობა აქვს. აქ საუბარია არათუ სისტემის ჩამოშლაზე, ადამიანურ ტრაგედიაზეა, რომელსაც ყველა შემთხვევაში უზნეო ადამიანები გარკვეული პოლიტიკური მიზნით იყენებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ირაკლი შოთაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, მკურნალობის პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო თავად, კვირაზე მეტია, რაც სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება.