გია ვოლსკი - უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ დანიშნა
გია ვოლსკი - უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ დანიშნა

უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სააკაშვილი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ დანიშნა და მას ამ პოსტის მიღებაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობაში საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ამ თემაზე სამსჯელო იქნება და, რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობებს ამით ჩრდილი მიადგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.