გია ვოლსკი - უკრაინის ომბუდსმენის სააკაშვილთან შეშვების საკითხი არ არის პარლამენტის წევრის განსახილველი, გადაწყვეტილებას მიიღებს სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია, ეს თემა განიხილოს
არ მაქვს ინფორმაცია უკრაინის ომბუდსმენის სააკაშვილთან შეშვების საკითხზე, გადაწყვეტილებას მიიღებს სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია, ეს თემა განიხილოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, ვოლსკის თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელიც პარლამენტის წევრის განსახილველია.
„ამ საკითხზე არ მაქვს ინფორმაცია. გადაწყვეტილებას ის სტრუქტურა მიიღებს, რომელიც ვალდებულია, ეს თემა განიხილოს. ეს არ არის საკითხი, რომელიც პარლამენტის წევრის განსახილველია და კომენტარს უნდა აკეთებდეს. სააკაშვილი მართლაც უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ მან საქართველოს მოქალაქეების, ასევე საქართველოს მიმართ ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.