გია ვოლსკი - თბილისმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს მისაბაძი
გია ვოლსკი - თბილისმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს მისაბაძი

თბილისმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს სამაგალითო, მისაბაძი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საარჩევნო თემაზე თბილისის შტაბების დონეზე შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, შესაძლო დარღვევებზე, რაც კატეგორიულად „ქართული ოცნების“ არათუ სტილია, არამედ სერიოზულად დაგვაზიანებს თუკი გადაცდომა იქნება, პლაკატის ჩამოხევიდან დაწყებული, რაღაც ზეწოლის თემებთან დაკავშირებული. ეს უნდა გამოირიცხოს და ვისაც ჰგონია, რომ ამით რომელიმე პარტიას მხარს უჭერს, პირიქით, იმ პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, თუკი ასე მოხდება.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებზე ვილაპარაკეთ, დამკვირვებლებზე ვისაუბრეთ და საერთოდ, ქალაქმა უნდა აჩვენოს განსაკუთრებით მაღალი კულტურა არჩევნების და ეს ატმოსფერო უნდა იყოს სამაგალითო, მისაბაძი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.