გია ვოლსკი - თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო
გია ვოლსკი - თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი თამარ ჩუგოშვილის თაობაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებას გამოეხმაურა.

„თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილისთვის კომპეტენცია არ დაუწუნებია. მისი განცხადების ინტერპრეტაციას ნუ გააკეთებთ. მან დაუწუნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც დასაწუნია. თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო ასამბლეაში, ადამიანის უფლებების თემაზე, ქალთა უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებზე საკმაოდ კომპეტენტურია. თეა წულუკიანი არაკომპეტენტურობაში ალბათ პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯს გულისხმობდა. ჩუგოშვილმა ნამდვილად არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. მათი წასვლით გუნდში დეფიციტი არ შექმნილა, მაგრამ მორალურად და ადამიანურად გარკვეულ დანაკლისს განვიცდით“, – განაცხადა ვოლსკიმ.