გია ვოლსკი - სუბიექტების ჯგუფი სერიოზულად გეგმავს საქართველოს ისეთ გზაზე გაყვანას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას ნგრევამდე
ოპოზიციის მთავარ ამოცანად რჩება რევოლუციური პროცესების განვითარება, დესტაბილიზაცია, მავნებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის ადამიანების, სუბიექტების ჯგუფი, რომლებიც სერიოზულად გეგმავენ საქართველოს ისეთ გზაზე გაყვანას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას ნგრევამდე.
ოპოზიციის მთავარ ამოცანად რჩება რევოლუციური პროცესების განვითარება, დესტაბილიზაცია, მავნებლობა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, გაჯერებული უნდა იქნეს ვითომ ჭკვიანური ანალიზით, ვითომ რეალური ფაქტების ანალიზით და სწორედ ეს ნაბიჯი გადაიდგა მაშინ, როდესაც სერიოზული ზიანი აქვს უკვე მიყენებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, საკუთარი მხარდამჭერი საზოგადოებისთვის. საზოგადოებაში მათი წონა დაიკარგა. ეს არის ადამიანების, სუბიექტების ჯგუფი, რომლებიც სერიოზულად გეგმავენ საქართველოს ისეთ გზაზე გაყვანას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას ნგრევამდე. ეს ყველამ გაიგო, იმ ადამიანებმაც გაიგეს, ვინც გუშინ მათ უჭერდა მხარს.
მავნებლობა იმდენად დიდია, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიფუთოს გარკვეული, ვითომ სერიოზული აქტივობებით საერთაშორისო ასპარეზზე და ეს წერილიც სწორედ ამისკენ არის მიმართული. ვიღაც უნდა დარწმუნდეს, რომ არ შეიძლება ოთხ პარტიულ სუბიექტში გაერთიანებულმა ამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ და პრეზიდენტმა ტყუილი თქვას და იცრუოს.
სრული სიცრუეა ყველაფერი, რასაც ისინი ამ წერილებში წერენ. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას. ესეც კარგად იციან, აქედან გამომდინარე, კარგავენ მხარდაჭერას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩევლებში და გადაერთნენ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზიდან რაღაც მოგების წამოღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.