გია ვოლსკი - სპეკულაციაა იმის თქმა, რომ საქართველო დასავლეთს უპირისპირდება, პირიქით, გზა დასავლეთისკენაა და ამ გზაზე ღირსეული სიარული გვინდა
სპეკულაციაა იმის თქმა, რომ საქართველო დასავლეთს უპირისპირდება, პირიქით, ჩვენი გზა დასავლეთისკენაა და ამ გზაზე ღირსეული სიარული გვინდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველო განვითარების ამ ტემპით გაუტოლდება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს.
“ჩვენი მთავარი ლოგოა – არა რუსულ კანონს, მხარდაჭერა ქართულ კანონს. ბიძინა ივანიშვილის მიერ იმდენად სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება იყო გამოხატული, რომ ამას ოპოზიციამ აბსოლუტურად უტიფარი განცხადებით უნდა უპასუხოს. განცხადებაში ანტიდასავლური არაფერია, თუ საქართველოს ინტერესებსა და თანასწორობაზე საუბრობ. რაც შეეხება 2030 წელს, ასოცირებული ხელშეკრულება გვაქვს, რომლის კანონების დიდი პროცენტი უკვე სინქრონიზებულია, თუმცა ბევრი რამეა გასაკეთებელი. რასაკვირველია, მართვის სისტემაში რეფორმები არ არის დასრულებული. რაც მთავარია, ეკონომიკური მაჩვენებლები ევროპული უნდა იყოს. ხელის შეშლის მიუხედავად, დღემდე მოვედით. 2030 წლისთვის განვითარების ამ ტემპით შევძლებთ, რომ გავუტოლდეთ ევროპულ საშუალო მაჩვენებელს როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.