გია ვოლსკი - სიტუაციას უნდა გადავხედოთ, რის შესაძლებლობას გვაძლევს გეოგრაფია, რომ მაჟორიტარული სისტემა სამაიმუნოდ და საღრიჯინოდ არ ვაქციოთ
საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა 7-8 მარტს გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპონენტებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და რეალურ შედეგებზე დაფიქრდნენ, თუ რის წინაშეც შეიძლება დააყენონ ქვეყანა.
„სიტუაციას უნდა გადავხედოთ, რის შესაძლებლობას გვაძლევს გეოგრაფია, რომ მაჟორიტარული სისტემა სამაიმუნოდ და საღრიჯინოდ არ გავხადოთ. უნდა დავაზუსტოთ ის, რამდენი პროცენტი შეიძლება ჰქონდეს პარტიას იმისათვის, ქვეყანა მართოს, ან მთავრობა დააკომპლექტოს. საზოგადოების ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე და არა იმ ინტერესებიდან, რომელიც შენს პარტიას გააჩნია. თუ შესაძლებელია რაიმე კონფიგურაციით ხუთი დეპუტატი იქით, თუ ხუთი – აქეთ, ეს მიღწევადი საკითხია“, – განაცხადა ვოლსკიმ.