გია ვოლსკი - შეეშინდათ და კომისიას არ ქმნიან, ბავშვური გამონათქვამებია, როდესაც „ქოლცენტრებზეა“ საუბარი, ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში
რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, წარმოადგინონ, დარწმუნებული ვარ, რაღაც სქემებზე მუშაობენ. ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში, როდესაც „ქოლცენტრებზეა“ საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოფისები, რომლებიც დაიხურა, პერსონალურად მათ გვარებთანაა დაკავშირებული.
„ვფიქრობ, მათი ამოცანაა ამ პროცესიდან, უსიამოვნო ინფორმაციიდან გამიჯვნა. შეეშინდათ და კომისიას არ ქმნიან, ეს ბავშვური გამონათქვამებია. რაც უნდათ, იმ სქემებს დახაზავენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.