გია ვოლსკი - საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ჩვენი, ყველასი და არა რომელიმე პარტიის
საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ჩვენი, ყველასი და არა რომელიმე პარტიის, როგორც ეს კონკრეტულ ტელევიზიასთან მიმართებაში არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, საზოგადოებას მაღალხარისხიანი საზოგადოებრივი მაუწყებელი სჭირდება, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის და იქნება კრიტიკული, ობიექტური და ამასთანავე, ამომწურავი პასუხები ექნება იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია.
“არ მგონია, მცირე რეკლამის თემა და სტარტაპები სადაო იყოს, როცა ჩვენს გარშემო უამრავი ნიჭიერი პროექტი არსებობს, რომელთაც რეალიზაციის საშუალება არ ეძლევა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს.