გია ვოლსკი - საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა საჭიროა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, უცხოელებისგანაც, არ შეიძლება ადამიანის დასანქცირება ისე, თუ ამას სერიოზული ინფორმაცია არ უდევს საფუძვლად
საქართველოს კონსტიტუცია პატივისცემას საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, უცხოელებისგანაც. არ შეიძლება ადამიანის დასანქცირება ისე, თუ ამას საფუძვლად არ უდევს სერიოზული ინფორმაცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის დაცვის აუცილებლობა არსებობს.
„ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ოთარ ფარცხალაძე იმისთვის უნდა გამოიყენონ, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. საქართველოს კონსტიტუცია პატივისცემას საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ უცხოელებისგანაც. არ შეიძლება ადამიანის დასანქცირება ისე, თუ ამას საფუძვლად არ უდევს სერიოზული ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს ადგილობრივი მმართველობისა და ადმინისტრაციის მიერ, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. დარწმუნებული ვარ, ამის საშუალება მიმდინარე გამოძიებას ექნება. მილიონებს ხარჯავთ პროპაგანდისთვის და პროპაგანდის ფასი კარგად გესმით, პროპაგანდას თავი დაანებეთ. კონსტიტუცია არსებობს და საქართველოს მოქალაქის გარშემო რაც არ უნდა მიმდინარეობდეს, მისი დაცვის აუცილებლობა არსებობს. ვიცი, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა. პრეზიდენტი რას ამბობს? ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რაც კონსტიტუციის დარღვევასთან არის კავშირში“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.