გია ვოლსკი - საქართველოს ხელისუფლების სწორი პოზიცია სტაბილურობის შენარჩუნებას განაპირობებს
გია ვოლსკი - საქართველოს ხელისუფლების სწორი პოზიცია სტაბილურობის შენარჩუნებას განაპირობებს

მოლოდინი, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების შემდეგ რუსეთი მყისიერ რეაგირებას მოახდენს, რა საკვირველია, არავის აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმამ გია ვოლსკიმ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშთან – „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.

„თუმცა სწორედ ასეთი მოწოდების იგნირირება გახდა და არის იმ პროცესის საფუძველი, რასაც ჰქვია რუსეთის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა საქციელზე, რასაც რუსეთი ჩადის არა მარტო ჩვენს რეგიონში, საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს გლობალური მასშტაბის დაპირისპირებაა. სამწუხაროდ,საქართველო ამ დაპირისპირების სეგმენტია, მაგრამ რეალურად მსოფლიო ასეთ გამოწვევებს გვთავაზობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების სწორი პოზიცია სტაბილურობის შენარჩუნებას განაპირობებს.

„ოკუპირებულ რეგიონში რომ წვრთნა არ იყოს და ამას ხელისუფლებამ დაუპირისპიროს ღინისძიება, რათა წვთნა შეწყდეს, ასეთი მექნიზმი არ არსებობს. პრობლემა სიღრმისეულია. მსოფლიო დაპირისპირების მომსწრე ვართ. არასტაბილური მსოფლიო განაპირობებს იმას, რომ პატარა რესურსის მქონე ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდა და პარტნიორებთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ. უარი არ უნდა თქვან და საგარეო ურთიერთობებში მთავარ მიმართულებას არ გადაუხვიონ, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ამასთან, ურთიერთობის გარკვეული, თუნდაც ვიწრო სეგმენტი რუსეთთან უნდა შეინარჩუნონ, რომელიც ოკუპანტი და აგრესორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს რეალობაა და ამას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს.

„თუმცა, ქვეყანამ ამასობაში თავისი ინტერესი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონიმიკა უნდა განავითაროს და უკეთეს მომავალს დაელოდის, ვინაიდან პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან დიდი და შეუქცევადია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნის და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე.