გია ვოლსკი - საქართველოს დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ, ვილაპარაკოთ სამართლებრივად, ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება და არა ნათელაშვილს, სანიკიძეს ან სააკაშვილს
საქართველოს დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ, ვილაპარაკოთ სამართლებრივად, ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება და არა ნათელაშვილს, სანიკიძეს ან სააკაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ვითარება რთულია. რა საკვირველია, პოლიტიკური პარტიების ჯგუფს კრიზისის ხელოვნურად შექმნა შეუძლია. უბრალოდ, საზოგადოება და პარტნიორები კარგად უნდა გაერკვიონ, რას წარმოადგენს ამ ჯგუფის მიზანი და რა არის მათი მთავარი ამოცანა – დესტაბილიზაცია. შემდეგ ვუპასუხოთ უფრო მნიშვნელოვან კითხვას – რისთვისაა ეს საჭირო და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნა. ჩვენ ან უნდა გადავწყვიტოთ და პარლამენტის ფუნქციონირება არ შევიწყვიტოთ იმის გამო, რომ საკააშვილმა პარლამენტის ტრიბუნაზე ბორჯომი ან ჩაი დალიოს, ან მეორე საკითხი – გავყვეთ იმ დესტრუქციულ წინადადებებს, რომელსაც კვლავ რევოლუციური სცენარით განვითარება ჰქვია. ჯერ ერთი, წყლის დალევას ვერავინ შეძლებს და მეორე, საქართველოს დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ ემოციიდან გამომდინარე. ვილაპარაკოთ სამართლებრივად და ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება და არა ნათელაშვილს, სანიკიძეს ან სააკაშვილს“, – განაცხადა ვოლსკიმ.