გია ვოლსკი - საქართველო და მისი ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებენ, არ შეიძლება, გამჭვირვალობა გახდეს ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი
საქართველო და მისი ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებენ. არ შეიძლება, გამჭვირვალობა გახდეს ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„საკმაოდ მწვავე განცხადებები იყო, განსაკუთრებით, ევროპარლამენტარების მხრიდან. საქართველო და მისი ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებენ. დარწმუნებული ვართ, აქაც ორმაგ სტანდარტს არ ექნება ადგილი და სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რადგან არ შეიძლება, გამჭვირვალობა ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი გახდეს, რადგან გამჭვირვალობის მექა თავად ევროპაა. კანონი სწორედ არასამთავრობოების გამჭვირვალობას ითვალისწინებს და მეტს არაფერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.