გია ვოლსკი - „სამართლიანი არჩევნები“ არ უნდა იყოს დაგმობილი თავის საქმიანობაში, მაგრამ საფუძვლიანია ეჭვი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდნენ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საფუძვლიანია ეჭვი, რომ „სამართლიანი არჩევნები“ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდა.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, „საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა შეცდომა და ამას ტექნიკური შეცდომა დაარქვა“.
„საოცარი რამ მოხდა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ „სამართლიანი“ დასკვნა გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, სერიოზული აცდენაა პარალელურ დათვლასა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა შეცდომა და ამას ტექნიკური შეცდომა დაარქვა. ვფიქრობ, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაგმობილი თავის საქმიანობაში, რომელსაც ათეული წლებია საქართველოში ეწევა, მაგრამ კონკრეტულად ეს შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ საფუძვლიანია ეჭვი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.