გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია
სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს.
„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის, რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა, არც ის ჭრილობები შეხორცებულა და სალომე ზურაბიშვილი რაღაც ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს, რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალს აწამებდნენ. დღეს იგი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია და ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია, ვინაიდან საკონსტირუციო სასამართლოს მიერ და ზოგადად მის მიერადაც აღიარებულია ის, რომ კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“,- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.