გია ვოლსკი - საკმარისი საფუძველია, რომ სიღრმისეულად შეაფასონ, ვის რა ბრძოლაში მიჰყვებიან და ვის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ ამას
გია ვოლსკი - საკმარისი საფუძველია, რომ სიღრმისეულად შეაფასონ, ვის რა ბრძოლაში მიჰყვებიან და ვის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ ამას

„ქართულ ოცნებას“ არავითარი უფლება არ აქვს რამე კომპრომისის დაშვების საკუთარი ამომრჩევლის და თუნდაც, ოპონენტების ამომრჩევლის ინტერესების ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისი საფუძველია, რომ მოქალაქეებმა სიღრმისეულად შეაფასონ, ვის მიჰყვებიან, რა ბრძოლაში მიჰყვებიან და ვის წინააღმდეგ, რადგან ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.

„შეიძლება ბევრს დღეს არ ესმის, მაგრამ გარკვეული ჯგუფი, გარკვეული ლიდერები, რომლებიც ცდილობენ, ხალხი შეიყვანონ შეცდომაში ესწრაფვიან მხოლოდ დესტაბილიზაციას, არავითარი სხვა გეგმა მათ არ გააჩნიათ. იმ პირობებში, როდესაც უბნების უმეტესი რაოდენობის გადათვლას სთავაზობს „ქართული ოცნება“ და მათ შორის, ყველა უბანზე ვიდეოთვალის მასალების გაანალიზებას, რასაკვირველია, ეს შესაბამის დასკვნების საფუძველს იძლევა. ვფიქრობ, საკმარისი საფუძველია, რომ სიღრმისეულად შეაფასონ, ვის მიჰყვებიან, რა ბრძოლაში მიჰყვებიან და ვის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ ამას. ჩვენ კარგად ვიცით, რა პოზიციაზე იდგა ეს ხალხი და რას სთავაზობდა საკუთარ საზოგადოებას, დაპირისპირებას და ფიზიკურ დაპირისპირებას და არა მარტო პოლიციასთან, არამედ საზოგადოების იმ დიდ ნაწილთან, რომელიც მათ შეხედულებებს არ იზიარებს. ეს არის ერთადერთი გზა, ყველაფრის უარყოფა, ხელშეკრულების შეთანხმების უარყოფა და რასაკვირველია, ამას ყველა კარგად ხედავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.