გია ვოლსკი - სახელმწიფო რასაც აკეთებს, ის რომ არ იყოს, ლართან დაკავშირებით გაცილებით მძიმე მდგომარეობა იქნებოდა
რაც შეეხება ლარს, სახელმწიფო რასაც აკეთებს, ის რომ არ იყოს, გაცილებით მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელიც საქართველოს არც თუ ძლიერ ეკონომიკას უტევს, თუნდაც – ლარის კურსის დაცემა, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და უახლოეს პერიოდში მდგომარეობა გამოსწორდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა.
„ამ პერიოდში განსაკუთრებით მეტი გაკეთდა საწარმოების ამუშავებისთვის, ახალი საწარმოების შექმნისთვის და ასეთი უკვე ასობითაა, ასევე გაკეთდა ადამიანთა დიდი ჯგუფის დასაქმებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.