გია ვოლსკი - საელჩოს ან მარგველაშვილის განცხადებებში პრეტენზია თუ არსებობს, ხელისუფლებას კი არ უნდა უსაყვედურონ, არამედ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც, მადლობა ღმერთს, გამოქვეყნდა
გია ვოლსკი - საელჩოს ან მარგველაშვილის განცხადებებში პრეტენზია თუ არსებობს, ხელისუფლებას კი არ უნდა უსაყვედურონ, არამედ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც, მადლობა ღმერთს, გამოქვეყნდა

რაიმე პრეტენზია თუ არსებობს და ეს იქნება ამერიკის საელჩოს თუ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, ისინი ხელისუფლებას კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, არამედ იმ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „„ფარა“-ს დოკუმენტში ადამიანების თანხები და გვარებია მითითებული, რომლებიც ფინანსების სანაცვლოდ კონკრეტულ სამუშაოს ასრულებდნენ“.

„თანხებს პირადად იღებდნენ, ეს სამუშაო რესურსია თუ სხვა შესაძლებლობების გამოყენება, ადამიანების გვარი ფიგურირებს დოკუმენტებში და ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი არ არის სწორი, არ უხდება ორმხრივი ურთიერთობის მაღალ დონეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია: „მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“.