გია ვოლსკი - სააკაშვილს სტრასბურგმა მიუთითა, რომ შიმშილობას თავი უნდა დაანებოს და მოიხადოს სასჯელი, ამ შემთხვევაშიც არ აქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ იქიდან შერცხვენილები არ დაბრუნდნენ
სააკაშვილს სტრასბურგმა მიუთითა, რომ შიმშილობას თავი უნდა დაანებოს და მოიხადოს სასჯელი, ამ შემთხვევაშიც არ აქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ იქიდან შერცხვენილები არ დაბრუნდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალურ დასკვნას და არა ჰაერიდან აღებულ პოლიტიკურ პოზიციას.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის თვითდაზიანების რეჟიმის გამოყენება პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად, წარმატებას ვერ მოიტანს.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, რომელიც სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ეხებოდა, მიუთითეს, რომ შიმშილობას თავი უნდა დაანებოს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც დაედო. ამ შემთხვევაშიც არ აქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ სტრასბურგს მიმართონ და იქიდან შერცხვენილები არ დაბრუნდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს. ფაქტი ერთია, სააკაშვილის შიმშილობის, მისი კუჭის რეზექციის და შემდეგ თვითდაზიანების რეჟიმის გამოყენება პოლიტიკური მიზნით პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად წარმატებას ვერანაირად ვერ მოიტანს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალურ დასკვნას და არა რაღაც ჰაერიდან აღებულ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც მეორე მხარეს გააჩნია. პოლიტიკური პოზიციით უნდათ გარდატეხონ საქართველოში ვითარება, უნდათ ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, სხვა სტრუქტურებმა პოლიტიკური ინტერესით იხელმძღვანელონ, როდესაც ლაპარაკობენ კონკრეტულ დამნაშავეზე, რომელმაც საქართველოში დიდი რაოდენობის სისხლი დაღვარა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.