გია ვოლსკი - სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურება და ყველა ის პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც უნდა ჰქონდეს პატიმარს, იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია
გია ვოლსკი - სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურება და ყველა ის პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც უნდა ჰქონდეს პატიმარს, იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია

მიხეილ სააკაშვილს, როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე იმ პირობების შექმნის თვალსაზრისით, რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარს, რა საკვირველია ექნება უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ ის პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

„საერთოდ, გულდასაწყვეტია რომ შიმშილობის თემა ისევ დაუბრუნდა დღის წესრიგს. პრაქტიკულად, სააკაშვილის პრობლემა აქ ნაკლებად არის. აქ არის თემა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს, მსოფლიოს გააგონონ, რომ პარლამენტში შიმშილობა მიმდინარეობს. ზიანი ხელისუფლებისთვის, ზიანი მოწინააღმდეგე პარტიისთვის განიხილება მეორეხარისხოვნად. აქ არის მთავარი დასაზიანებელი სახელმწიფო. ეს არის მთავარი თემა. მოულოდნელი უზნეობაა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ალბათ ხუმრობა იყო, შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამას ნამდვილად აპირებს. არასწორია. ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.