გია ვოლსკი - სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ჰკითხონ სერგო თეთრაძის ოჯახს, რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ფული, ქონება წაართვეს და აწამეს
სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ჰკითხონ სერგო თეთრაძის ოჯახს, რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ფული, ქონება წაართვეს და აწამეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დიდი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც საკუთარ პოლიტიკას, წლებია, აყალიბებს
„ვერ ვიტყვით, რომ „ნაცმოძრაობა“ მარტოა, ეს ერთი დიდი პოლიტიკური ჯგუფია, ამ პოლიტიკას წლების განმავლობაში აყალიბებდნენ. ეს არის სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება, ევროპარლამენტართა გაერთიანება, რომელსაც ეუთო-ს დელეგაციათა ნაწილი მხარს უჭერდა და უჭერს.
ის, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ეს ჰკითხონ სერგო თეთრაძის ოჯახს, ექიმ დოტს, რომელმაც სააკაშვილს მასაჟი კბილებით გაუკეთა. ასევე, ჰკითხონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფული წაართვეს, ქონება წაართვეს, ვინც სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვეს, აწამეს. ჰკითხონ პატიმრებს, რომლებიც ვალდებული იყვნენ, საწოლის ქვეშ დაწოლილიყვნენ, როცა მეთვალყურე შევიდოდა საკანში. ან რობაქიძისა და გირგვლიანის ოჯახებს ჰკითხონ. სწორედ ამ ხალხს ჰკითხონ, არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი. თუ მათ არ ჰკითხავენ, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს ჰკითხონ და ზუსტ პასუხს სწორედ იქიდან მიიღებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.