გია ვოლსკი - სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩიხში შევიდნენ, აღმოჩნდა, რისთვისაც იღვწიან, არის ის, რომ საკუთარი მიზნებისა და სტრატეგიისთვის გადააქციონ მძევლად, ეს სტრასბურგის სასამართლომ არ დაადასტურა
სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მას ამისკენ მოუწოდებენ.
„სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში მოექცნენ, რადგან აღმოჩნდა, რისთვისაც იღვწიან, არის ის, რომ სააკაშვილი გადააქციონ მძევლად საკუთარი მიზნებისა და სტრატეგიისთვის. ეს სტრასბურგის სასამართლომ არ დაადასტურა, რომელმაც დაინახა, რომ აქ სულ სხვა პოლიტიკური საფუძველი აქვს იმ ძალისხმევას, რომელსაც, სამწუხაროდ, ადვოკატებისა და გარემოცვის გარდა, ოჯახიც მიმართავს. სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მას ამისკენ მოუწოდებენ. ექიმების გარდა, მისი მკურნალობით არავინ არის დაკავებული მის გარშემო, რათა მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.